3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

გრძნობთ, რომ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ავტორიტეტული და დაფასებული ადამიანი ხართ. ეცადეთ, ეს ხელსაყრელი სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ.
სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენზე ძლიერ გავლენას მოახდენს და ძალიან დიდხანს ვერ დაივიწყებთ. მნიშვნელოვანი ცვლილება გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე იმოქმედებს.

კურო

სავარაუდოდ, ამ დღეს გარკვეული დაძაბულობა და ფულის ხარჯვა გელით, რამაც შეიძლება თქვენი ბიუჯეტი სერიოზულად დააზარალოს.
თავის მართლებისთვის მოემზადეთ, რადგან შეიძლება ოჯახის წევრებმა არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგადანაშაულონ.
ეცადეთ ნაკლებ იმპულსური იყოთ და დაპირისპირებებს მოერიდოთ, რადგან იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე მოიგებთ.

ტყუპები

სამსახურში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ წვრილმან დეტალებზე.
შესაძლოა, თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებამ, რომლის მკურნალობაც ბოლომდე არ მიიყვანეთ - თუ ორგანიზმი სიგნალს მოგცემთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი მზრუნველობა და გულწრფელობა უნდა გამოიჩინო და მალე თქვენი ოპტიმიზმი ისევ დაბრუნდება.

კირჩხიბი

ამ დღეს უმცირესი კონფლიქტი შეიძლება სკანდალად იქცეს. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, დაპირისპირებას მოერიდეთ და დიალოგის რეჟიმი შეინარჩუნეთ. არის დღეები, როდესაც ყველაზე მეტად თავშეკავება ფასობს.

ლომი

რასაც თქვენი ნიშანი ყველაზე მეტად ვერ იტანს, ეს არის ეჭვიანობაა! თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის კონტაქტის ნაკლებობამ შესაძლოა კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს.
აუცილებელი არაა, რომ უმცირეს შენიშვნაზე მწვავე რეაქცია გქონდეთ. პირიქით, ეცადეთ დაძაბულობა გულწრფელი საუბრით განხმუხტოთ. მალე თქვენი ძველი მტრები თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

ქალწული

ეს დღე ქალწულებს პირად ურთიერთობაში ჰარმონიასა და საქმეში წარმატებას ჰპირდება.
მარტოხელა ქალწულს სასიამოვნო რომანტიკული სიურპრიზი ელის, დაოჯახებულმა კი ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატაროს.
საინტერესო საქმიანი წინადადებებს მიიღებენ განათლების, მედიცინის ან ჟურნალისტიკის სფეროებში დასაქმებული სასწორები.

სასწორი

საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ და იცით, როგორ გამოიყენოთ პიროვნული ხიბლი მიზნის მისაღწევად. ეცადეთ ამ ეიფორიამ არ გაგიტაცოთ, რადგან ადამიანების გრძნობებით თამაში საბოლოოდ დიდი იმედგაცრუებით დასრულდება.
სამსახურში ფინანსური მდგომარეობის მხრივ გარკვეული საფრთხეები არსებობს - გირჩევთ ფინანსურ საკითხებში უცნობ ადამიანებს არ ენდოთ.

მორიელი

სამსახურში ნაყოფიერი დღე გელით. როგორც კოლეგებთან, ისე უფროსებთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ, რაც წვრილმანი პრობლემების წარმატებით მოგვარებაში დაგეხმარებათ.
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ ეცადეთ, საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლოა ზურგთან და ხერხემალთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ მოერიდეთ მძიმე ნივთების ტარებას და ფიზიკურ დატვირთვას.
შეიძლება ისეთი განცდა გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენ მიმართ გრძნობები გაუქრა, მაგრამ ასე არ არის. ასტრალური კლიმატი დაგეხმარებათ, რომ ოჯახურ ცხოვრებაზე თქვენი წარმოდგენა უკეთესობისკენ შეცვალოთ.

თხის რქა

თქვენი პარტნიორი „ცალი ყურით“ გისმენთ და თქვენ მიმართ ადრინდელზე ნაკლებ ინტერესს იჩენს? მშვიდად მიანიშნეთ, რომ ნაწყენი ხართ და საკუთარი თავის ფასი მშვენივრად იცით.
შესაძლოა, კოლეგის ან უფროსის არაკეთილგანწყობას შეეჯახოთ. ნუ ცდილობთ, რომ მსხვერპლის როლი მოირგოთ.
მოულოდნელი შემოსავალი განწყობას აგიმაღლებთ.

მერწყული

ფინანსური თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზეა, თუმცა ეცადეთ მდგომარეობის შეფასებისთვის დრო გამონახოთ და ხარჯისა და შემოსავლის გამოთვლა დაიწყოთ, რათა ფინანსური მდგომარეობის სრული სურათი გქონდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ ფული უფრო გონივრულად ხარჯოთ და უსარგებლო შესყიდვებზე უარი თქვათ.

თევზები

თქვენი რომელიღაც საქციელი პარტნიორის ეჭვიანობას გამოიწვევს. ეცადეთ. ის თქვენი გრძნობების გულწრფელობაში დაარწმუნოთ.
როგორც წესი, მახვილი ინტუიცია გაქვთ, მაგრამ არა ამ დღეს - თქვენ ვერ გრძნობთ იმას, რასაც სხვები გრძნობენ. თქვენი ბიორიტმები შემცირებულია და ნორმალურ მდგომარეობას რამდენიმე დღეში დაუბრუნდებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები