6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს კარგი იქნება, სახლის კეთილმოწყობაზე იზრუნოთ. თუ სხვა საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი, გირჩევთ, წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის დასრულება რამდენიმე დღით გაჭიანურდება.

კურო

ეს დღე გაუგებრობებით იქნება სავსე და ამის მიზეზი თქვენივე არათანმიმდევრული მოქმედებაა. შეიძლება წესების დარღვევა არ გსურთ, მაგრამ ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ. ის, რასაც სხვა დღეს ყურადღებას არ მიაქცევდით, იმდენად გაგიტაცებთ, რომ შეიძლება მთელი დღის გეგმები ჩაგეშალოთ.

ტყუპები

ამ დღეს განძის პოვნის თუ არა, ფულის შოვნის შანსი საკმაოდ მაღალია და სავარაუდოდ, სხვა სასიამოვნო სიურპრიზიც გელით. დროა, უფროსს ხელფასის გაზრდის შესახებ მიანიშნოთ - როგორც იქნა, თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. მოერიდეთ ცომეულისა და ტკბილულის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა მოგიწევთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარი გრძნობები აკონტროლოთ, რადგან შესაძლოა ვიღაცას თქვენი ზედმეტი სითამამე არ მოეწონოს და ამან ძალიან გაგაღიზიანოთ. სხვა მხრივ კი ეს დღე მშვიდად, ჩაივლის. საქმის კეთების დროც გექნებათ და დასვენებისაც. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო ამბებისგან კი წინდახედულობა და მძლავრი ინტუიცია გიხსნით.

ლომი

ვერც ერთი გაუთვალისწინებელი გარემოება გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

ქალწული

ვარსკვლავების გავლენით ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმალურად იზრდება. შესაძლოა, შედევრი ვერ შექმნათ, მაგრამ ეცადეთ ხელოვნებისთვის ცოტაოდენი დრო მაინც გამონახოთ. საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა გელით, რომელიც შეიძლება რაღაც უფრო დიდსა და მნიშვნელოვანში გადაიზარდოს.

სასწორი

იდეამ, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება თქვენს კარიერაზე და ზოგადად ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენა მოახდინოს. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით, საკმაოდ პერსპექტიული იქნება. დიდი ხნის უნახავ ადამიანთან შეხვედრისას ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

მორიელი

ვარსკვლავები ახალ, საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან. მართალია, ეს ხანმოკლე კავშირი იქნება, მაგრამ ბევრ დაუვიწყარ ემოციას გაჩუქებთ. თუ გსურთ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდეთ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი მთავარი სიძლიერე თქვენსავე სისუსტეებშია. ამ სისუსტეებით სარგებლობთ და, ფაქტობრივად, გარშემომყოფებს აშანტაჟებთ. ამასთან ფიქრობთ, რომ თქვენს საქციელში უჩვეულო არაფერია და სხვების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივია. ასე თუ გააგრძელებთ, მალე ოჯახურ ტირანად იქცევით.

თხის რქა

თხის რქის განწყობა დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება - მხიარულებას სევდა ცვლის და სევდას მხიარულება. ერთი სიტყვით, ამ დღეს თხის რქის ემოციებს დიდი ყურადღება არ უნდა მიანიჭოთ. გირჩევთ, ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები სამომავლოდ გადადოთ ან უფრო სტაბილურ ხასიათზე მყოფ ადამიანს გადააბაროთ.

მერწყული

ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ბუზი სპილოდ აქციოთ. ეცადეთ, სხვა ადამიანების უარყოფით თვისებებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ, რადგან ამით მხოლოდ ხასიათს გაიფუჭებთ. ამ დღეს ყველაზე კარგად გამოგდით საქმეები, რომლებიც სიზუსტეს მოითხოვს და მთელი ყურადღება აქეთ უნდა მიმართოთ.

თევზები

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. განწყობაც ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რომ ვინმეს უნებურად გული არ ატკინოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა. შესაძლოა პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.
Print ელ. ფოსტა
თეგები: ჰოროსკოპ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები