10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ბევრი საქმის ერთდროულად კეთების მცდელობა სასურველი შედეგების მიღწევაში ხელს გიშლით. გირჩევთ, აქტივობა შეამციროთ და რთული პროექტების დაწყება სხვა დღისთვის გადაიტანოთ. ეს დღე უკვე დაწყებული სამუშაოს დასრულებისა და შეცდომების გამოსწორებისთვის შესაფერისია. ეცადეთ, სადავო საკითხები სანდო ადამიანებთან ერთად განიხილოთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში გაღიზიანება იგრძნობა. გარშემომყოფების ჩარევამ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მცირე უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციოთ. კარგი იქნება, თუ წლის ბოლომდე სამოქმედო გეგმას შეადგენთ.

ტყუპები

ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს, მოერიდეთ აჩქარებას და სარისკო ქმედებებს, რათა საფრთხე აიცილოთ. საინტერესო ადამიანთან ურთიერთობის დროს შესაძლოა თავში ბრწყინვალე აზრი ან ახალი პროექტის იდეა მოგივიდეთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

კირჩხიბი

დილიდან თავს დაბნეულად იგრძნობთ, ამიტომ ჩანაფიქრის დამოუკიდებლად განხორციელება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, საკუთარ პროექტში კოლეგები ან ის ადამიანები ჩართოთ, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობით - ისინი დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებიან. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ნებისმიერი ისეთ საქმისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს.

ლომი

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. ეცადეთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და დიდი ხნის წინ დაწყებული, გაჭიანურებული საქმეები დაასრულოთ. მოქმედების მკაფიო გეგმის შედგენა საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები სწორად გავთალოთ და მუშაობის დროს შეცდომები თავიდან აიცილოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამ დღეს პრობლემების გაზვიადებისა და სიტუაციის დრამატიზებისკენ ხართ მიდრეკილი. გირჩევთ, წვრილმან უსიამოვნებებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ, მით უმეტეს, რომ ხვალ მათ სხვა თვალით შეხედავთ. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ - იარეთ ფეხით და სწორად იკვებეთ.

სასწორი

თუ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებთ ან საყვარელი ადამიანის მოქმედებებით იმედგაცრუებული ხართ, გადაწყვეტილებებს იმპულსურად ნუ მიიღებთ. დასკვნების გამოტანამდე ეცადეთ, მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. როდესაც მომხდარის ნამდვილ მიზეზებს გაიგებთ, შესაძლოა, აზრი შეიცვალოთ. ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის არაფერი უამბოთ.

მორიელი

თქვენი რჩევა ახლობელს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. სასურველია, რომ ადამიანებს გამოცდილება გაუზიაროთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ. შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია საშუალებას მოგცემთ, რომ უინტერესო საქმეს უფრო სწრაფად გაუმკლავდეთ. მაცდური ფინანსური შეთავაზება შეიძლება ძალიან სარისკო აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საკუთარი სიტყვები, მოქმედებები და ემოციები აკონტროლოთ და მცირე წარუმატებლობის გამო ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ. აქტიური ვარჯიში ან ფიზიკური მუშაობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმეთ და სამომავლო გეგმები მასთან ერთად განიხილეთ.

თხის რქა

მოულოდნელი სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც დღეს გაიგებთ - ვიღაც, თქვენს მოტყუებას ცდილობს. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ურთიერთობის გამწვავებას კომპრომისი არჩიოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. მშვენიერი დღეა ნაყოფიერი მუშაობისა და რთული პრობლემების გადასაჭრელად. რომანტიკული პაემანი კი უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ.

თევზები

შესაძლოა, პარტნიორმა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ეს სამყაროზე გაბრაზების უფლებას არ გაძლევთ. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, გულწრფელად ესაუბროთ და მომხდარის მიზეზი გაარკვიოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს კოლეგებთან შეჯიბრების და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილი გაგიჩნდეთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები