12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ცხოვრება საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და სწრაფად იმოქმედოთ. გინდათ თუ არა, მოსაწყენი და უინტერესო საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ და გზა გააგრძელოთ. შეეცადეთ, დახუჭოთ თვალები სხვის ნაკლოვანებებზე, მით უფრო, თუ ეს თქვენ არ გეხებათ.

კურო

გახსოვდეთ, რომ გრძნობებს განახლება სჭირდება, ამიტომ საყვარელ ადამიანს პერიდულად უნდა შეახსენოთ როგორ ძლიერ გიყვართ და საჩუქრით ან კომპლიმენტით გაანებივროთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება და ეცადეთ, ვარსკვლავების მინიშნებები სწორად წაიკითხოთ. წარმატების მისაღწევად უფრო მტკიცედ უნდა იმოქმედოთ.

ტყუპები

ძალების აღსადგენად მეტი დასვენება და ყურადღების სასიამოვნო თემებზე გადატანა გჭირდებათ. გირჩევთ, კოლეგებთან შეთანხმებით, მუშაობის არასტანდარტული მეთოდები სინჯოთ. შეეცადეთ, წლის ბოლომდე კარგი განწყობა შეინარჩუნოთ - საბოლოო შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

რაც უფრო აქტიური იქნებით, ეს დღე მით უფრო წარმატებული იქნება. გირჩევთ, სახლიდან გახვიდეთ, ახალ ადგილებს და ღონისძიებებს ეწვიოთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდეთ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ყოველდღიურ საკითხებს და პირად საჭიროებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო დაასრულოთ. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. საყვარელ ადამიანებთან საუბარი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ქალწული

ამ დღეს შეგიძლიათ, მენეჯერს ხელფასის გაზრდის შესახებ მიანიშნოთ. ახლა თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. ინტუიცია რთულ სიტუაციაში კომპრომისების პოვნაში გეხმარებათ. გირჩევთ ,ამით ისარგებლოთ და მშვიდობა დაამყაროთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა სერიოზულად გაგირთულდათ.

სასწორი

ძნელია, რაიმე ახალი და საინტერესო დაიწყოთ, სანამ ძველ, თუნდაც მოსაწყენ საქმეებს არ დაასრულებთ, ამიტომ მეტი უნდა იაქტიუროთ. გირჩევთ სამსახურში არსებულ პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და ნაკლები ინერვიულოთ. რაც არ უნდა გაღიზიანდეთ, მოერიდეთ უტაქტო შენიშვნის მიცემას და მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა შემდეგ არ ინანოთ.

მორიელი

შეამცირეთ აქტიურობის დონე და ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. ნუ აჩქარდებით, შეგიძლიათ დაწყებული საქმე ხვალ ან მომდენი დღეებში დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ყოველთვის მხარს გიჭერდათ და წინსვლაში გეხმარებოდათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაჩუმდებით და საკუთარი აზრი თამამად გამოხატეთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

თხის რქა

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ, ამიტომ შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მერწყული

ამ დღეს სახლის გარეთ რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ, მით უფრო მაღალია მნიშვნელოვანი შეხვედრის შანსი. ეცადეთ, საუბრის დროს მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. თუ შოპინგს გეგმავთ, გირჩევთ რამდენიმე დღით გადადოთ - სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი ნივთები იმედებს გაგიცრუებთ.

თევზები

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. კითხვებზე მოკლე და კონკრეტული პასუხები გაეცით და თუ რამეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, დიალოგზე საერთოდ უარი თქვით. ახალმა ნაცნობმა შეიძლება გული გატკინოთ და იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ ახალგაცნობილ ადამიანებთან გულწრფელობას უნდა მოერიდოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები