2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღის დეტალური გეგმა შეადგენოთ და ეტაპობრივად შეასრულოთ. ეს საკუთარი რესურსების სწორად განაწილებას და ყველა დავალების დროულად დასრულებას გაგიადვილებთ. პლანეტების მხარდაჭერით შეგიძლიათ დიდი და რთული პროექტების და სარისკო ექსპერიმენტების განხორციელებაც კი დაიწყოთ.

კურო

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ - ვარსკვლავები სიურპრიზებს გიმზადებენ, რომლებიც შესაძლოა, არ მოგეწონოთ. გარდა ამისა, წვრილმანი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ და
სხვა საქმიანობისთვის დრო არ დაგრჩებათ. ეცადეთ მშვიდად, ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ.

ტყუპები

ამ დღეს გამუდმებით ეცდებით, საკუთარი აზრი თავზე მოახვიოთ სხვებს და რჩევები აძლიოთ. ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს და თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს. მზად იყავით იმისთვის, რომ საღამოს ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ და არ შეაწუხოთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. თუ შეგიძლიათ, გირჩევთ დღეს მცირე შესვენება აიღოთ - მომდევნო დღეები გაცილებით სტრესული და დატვირთული იქნება. საღამოს ტელეფონის ზარი დადებითი ემოციებით აგავსებთ.

ლომი

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე გელით. მცირე შეფერხებებმა არ უნდა გაგაბრაზოთ. ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. გახსოვდეთ, რომ აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

ქალწული

უსმინეთ სხეულიდან მომავალ სიგნალებს და მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი ექიმს მიმართეთ. უბრალო გაციებამ ან ვირუსმა შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. დღეს მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება - სამსახურში თავს ნუ დაიტვირთავთ და სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნეთ.

სასწორი

ამ დღეს გამორიცხული არ არის, რომ თქვენი შრომისმოყვარეობისთვის ჯილდო მიიღოთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

მორიელი

დაწყებული საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რაც ძალიან განერვიულებთ. შესაძლოა, სამთავრობო ოფისში ვიზიტი ან ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა მოგიწიოთ. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, თანამოაზრეები შეკრიბოთ და საკუთარი გეგმები და იდეები გაუზიაროთ. ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, გამოცდილ ადამიანებთან ყველა მოსალოდნელი რისკი განიხილეთ. 2 ნოემბრის დილა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ყველაზე შესაფერისია.

თხის რქა

პლანეტების განლაგება ხელსაყრელია და პრობლემებს აგაცილებთ. შესაძლოა, თანამშრომლობის მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რაზეც უარის თქმა არ შეიძლება. გირჩევთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - მისი ასრულების დროა.

მერწყული

აქტიური და საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღეა. მეგობრები, კოლეგები თუ უბრალოდ ნაცნობები თქვენგან საქმიან რჩევას და დახმარებას ელიან. პარტნიორთან შეხვედრის დროს შეიძლება, ბევრი მტკივნეული საკითხის განხილვა და მოგვარება მოგიწიოთ. გეგმის განხორციელებაში ახლობელი ადამიანი დაგეხმარებათ.

თევზები

ვერცერთი გაუთვალისწინებელი გარემოება ვერ გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345