11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება მოგიწევთ. მოულოდნელი შეხვედრა და ახალი ინფორმაცია გაიძულებთ, მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. პირად ურთიერთობებში ინტერესის დაკარგვა იგრძნობა? დაშორებას ნუ იჩქარებთ და მოსაფიქრებელი დრო აიღეთ.

კურო

დროა, თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობის გაძლიერებას შეუდგეთ ან საბოლოოდ მოაგვაროთ პრობლემა, რასაც მუდმივად სამომავლოდ დებთ. არახელსაყრელი დღეა ახალი გეგმის განხორციელებისთვის. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

ტყუპები

ამ დღეს ერთი შეხედვით უინტერესო საქმეებში შეიძლება განვითარების პერსპექტივა დაინახოთ, თუმცა ჯერ გეგმების განხორციელების დრო არ დამდგარა. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მოსალოდნელი რისკები შეისწავლოთ. ფრთხილად იყავით, რომ ახლობელი ადამიანები უტაქტო შენიშვნებით არ შეურაცხყოთ. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მცდარი იქნება. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დღისთვის გადადოთ - სიტუაცია მალე შეიცვლება და თქვენც პრობლემის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლით. ცუდი დღეა რომანტიკული პაემნისთვის - გამორიცხული არ არის, რომ საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელო კამათი სკანდალში გადაიზარდოს, რაც ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება.

ლომი

მცირე ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ამ დღიდან დაიწყება, თავიდან თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ მალე მათ უგულებელყოფას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, ამით ისარგებლოთ. თქვენი შრომისუნარიანობა მთლიანად განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ დადებითი დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოთ.

ქალწული

მოერიდეთ მანიპულატორებს - ამ დღეს ისინი თქვენს გამოყენებას ეცდებიან. გირჩევთ, ოჯახის წევრებს თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ უამბოთ და მათი რჩევები ყურადღებით მოისმინოთ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით - გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

სასწორი

ამ დღეს იპოვით პასუხს კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, თუ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით. თქვენ გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც დახმარების ხელს სიამოვნებით გამოგიწვდით. თქვენი ზოგი სურვილი შეიძლება მოულოდნელად, თქვენი მონაწილეობის გარეშე ასრულდეს. პირად ურთიერთობაში ეცადეთ, უფრო ყურადღებიანი იყოთ.

მორიელი

ნუ ეცდებით სიმართლის გარკვევას - არაფერი გამოგივათ, მხოლოდ დროს დაკარგავთ. უმჯობესია, ყურადღება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ და პოზიტიურად იაზროვნოთ. საყვარელი საქმის კეთება განწყობას აგიმაღლებთ. პატივი ეცით პარტნიორის აზრს და ეცადეთ, გაითვალისწინოთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა რთული პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და კონკურენტები მხარდამჭერებად აქციოთ. ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ. დაუგეგმავი მოგზაურობა სასიამოვნო იქნება და დიდხანს გემახსოვრებათ.

თხის რქა

დაძაბულობა და ნეგატიური ფონი დილიდან განწყობას გაგიფუჭებთ. სტრესის შესამცირებლად საყვარელი საქმით უნდა დაკავდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანებთანაც კი ნაკლები იკონტაქტოთ, რათა ბრაზი მათზე არ იყაროთ. ნუ დანებდებით, თუნდაც ამ დღეს მოვლენები თქვენთვის საზიანოდ განვითარდეს.

მერწყული

ამ დღეს დაშვებულ შეცდომებს უსიამოვნო შედეგები მოჰყვება, ამიტომ ემოციებისგან გათავისუფლდით და კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დროა, გეგმებს და პრიორიტეტებს გადახედოთ. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ამ დღეს ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ.

თევზები

შესაძლოა, დილით უსიამოვნო სიახლე შეიტყოთ და მთელი დღის განმავლობაში ამ პრობლემებთან გამკლავება მოგიწიოთ. ამ დღეს ყველა გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად უნდა მიიღოთ და მოსალოდნელი შედეგები და რისკები კარგად აწონ-დაწონოთ. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან, თანაც არა მარტო ახლობლები, არამედ უცნობებიც. დროა, ამას სათანადო პასუხი გასცეთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები