15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რომ ვიღაცამ თქვენი იდეების მითვისება არ სცადოს. ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ რთულ და თქვენთვის თითქმის უცნობ დავალებას გაუმკლავდეთ. ძალა დაზოგეთ, რათა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლოთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ის გიკარნახებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოთ.

კურო

თუ წარსულში სხვა ადამიანების საქმეებზე ან ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღეთ, დროა, ეს დაასრულოთ. დარწმუნდით, რომ ადამიანები საქმეს თავს თქვენი დახმარების გარეშე გაართმევენ და საკუთარ საქმეებს მიხედეთ. ამ დღეს თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ - მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გირჩევთ, დინებას მშვიდად მიჰყვეთ. ამ დღეს ბედთან კამათი სრული უაზრობაა.

ტყუპები

ოპტიმიზმი და თავდაჯერება ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოუცლელობის მიუხედავად, ეცადეთ, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის დრო გამონახოთ და დიდი ხნის წინ მიცემული პირობა შეასრულოთ. შეიძლება, გრძნობა ისე მოულოდნელად გეწვიოთ, რომ დიდხანს ვერ გააცნობიეროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეგიძლიათ ძველი, უინტერესო საქმეები გვერდით გადადოთ და რაღაც ახალი და საინტერესო პროექტი დაიწყოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მიიზიდოთ. შეიძლება თქვენს გულში ძლიერმა ვნებამ იფეთქოს. ეს რომანი ხანმოკლეც რომ იყოს, თქვენში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

ლომი

წარმატებული დღეა, როცა ბევრი რამ თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. შედეგის მისაღწევად თქვენი ძველი კავშირები უნდა გამოიყენოთ და ძალიან ფრთხილად იმოქმედოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანების გარემოცვაში სასიამოვნო დასვენება თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. შესაძლოა, საღამოს სახლში გატარება გსურთ, მაგრამ მოგვიანებით თქვენი გეგმები შეიცვლება.

ქალწული

გადაწყვეტილების მიღებისას თქვენს შინაგან ხმას უნდა უსმინოთ. ახალი სამოსი ან ვარცხნილობის შეცვლა თავდაჯერებას შეგმატებთ და განწყობას აგიმაღლებთ. დღის განმავლობაში, ბედმა შეიძლება კონკურენტის დამარცხების შანსი მოგცეთ და ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

სასწორი

ამ დღეს მარტო მუშაობა გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ეცადეთ, სხვების რჩევებს და საუბრებს ნაკლები უსმინოთ. თუ შესაძლებელია, ამ დღეს სახლიდან, დისტანციურად იმუშავეთ. აუზში ცურვა ან უბრალოდ ცხელი აბაზანა დამშვიდებაში და შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ჩანაფიქრის განხორციელება რომ შეძლოთ, ყურადღება თითქოს უმნიშვნელო დეტალებს უნდა მიაქციოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტი ძალისხმევა მოგიწევთ და სამუშაო უსასრულოდ გაგრძელდება. გირჩევთ, უცნობ ადამიანებს ხშირად ესაუბროთ - მათ შეიძლება საინტერესო იდეა მოგაწოდონ ან სამომავლო პროექტებში დაგეხმარონ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ და სამუშაოზე ყურადღების გადატანა გიჭირთ. გირჩევთ, კონტაქტები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ. ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს საქმის კეთების დროც გექნებათ და დასვენებისაც, ამიტომ ეცადეთ, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ძველი შეცდომების გამოსწორებისა და სიყვარულის ახსნისთვის. ეცადეთ, პირად თუ პროფესიულ საკითხებში მეტი იაქტიუროთ, რათა საჭირო ადამიანებმა თქვენი მონდომება შეამჩნიონ. სიტუაცია, რომელიც ძალიან გაწუხებთ, თავისთავად მოგვარდება, ამიტომ გირჩევთ, ენერგია სხვა პრობლემებისკენ მიმართოთ.

მერწყული

მოვლენების შუაგულში რაც უფრო მეტს იტრიალებთ, მეტ ადამიანს შეხვდებით და მეტ იდეას გაახმოვანებთ, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. აქტიურობა საშუალებას მოგცემთ, მოკავშირეები იპოვოთ და წარმატებას მიაღწიოთ. შესაძლებელია, მოულოდნელმა შეხვედრამ თქვენი გეგმები მკვეთრად შეცვალოს. ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

თევზები

დისკუსიებში ჩართვა და საკუთარი აზის თამამად გამოხატვა არ მოგერიდოთ. პროფესიონალების რჩევა შეცდომისგან დაგიცავთ. პირად ურთიერთობებში მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები