Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads შექმნა
Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ ახალი აპლიკაცია შექმნა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, აპლიკაცია Threads-ი მისი ჩაშვებიდან რამდენიმე საათში უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა.

მისივე განცხადებით, Meta-ს ახალი აპლიკაცია მიკრობლოგ Twitter-ის კონკურენტი გახდება და მისი შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Twitter-ის მფლობელმა ელონ მასკმა არაერთი ცვლილება გაატარა და საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია.

როგორც ცნობილია, Threads-ის მეშვეობით Twitter-თან შედარებით უფრო ვრცელი პოსტების დაწერა იქნება შესაძლებელი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები