ქუთაისი-მილანის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა

ქუთაისი-მილანის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნეტგაზეთს საქართველოს აეროპორტთა გაერთიანებაში უდასტურებენ.



როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, ქალი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, რეისის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ბელგრადში დაეშვა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები