მამის მკვლელობის ბრალდებით ვანში შვილი დააკავეს
ვანის რაიონის სოფელ სულორში მამის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ შვილი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულლმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზინაბებეის გამო კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს და ის დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.






წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები