სიახლე
ახალქალაქთან ახლოს სალოცავი დაარბიეს
ახალქალაქთან ახლოს, სოფელ ბავრასთან სალოცავი დაარბიეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

უწყების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ან ძეგლის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების ორ წლამდე აღკვეთით ისჯება.

ადგილობრივი გამოცემა JNEWS წერს, რომ სალოცავში დაზიანებულია ყველა ხატი, ზოგიერთი მათგანი კი იატაკზეა მიმოყრილი. შსს-ს საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

წყარო: ნეტგაზეთი/ გარეკანი ფოტო: JNEWS
თეგები: ახალქალაქი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია