მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა
თბილისში, სარაჯიშვილის მეტროს სადგურის ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა. ინფორმაციას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უდასტურებენ.

ახალგაზრდა კაცი მეტროს ლიანდაგებში დღეს დილით ჩავარდა. მისი ამოყვანა მაშველებს თავდაპირველად უჭირდათ, ვინაიდან, როგორც ისინი აცხადებდნენ, ახალგაზრდა მატარებლის ქვეშ იყო მოყოლილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, მუხლით დაიწყო.

შემთხვევის გამო, დროებით შეიზღუდა მატარებლების მოძრაობაც სადგურ “დიდუბიდან” “ახმეტელის” მიმართულებით.

წყარო: ნეთგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები