სიახლე
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
4 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ბ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტილული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (Codeine Phosphate -50 აბი) გამოავლინეს.

ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

წყარო: rs.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია