სიახლე
დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი მოკლეს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს წერს reginfo.ge . ქალი მარტო ცხოვრობდა. როგორც გამომცემლობა წერს, ახლობლებმა ის მას შემდეგ მოიკითხეს, რაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მეზობლების ინფორმაციით, ქალს ხელები დამტვრეული აქვს და სხეულის დაზიანებები აღენიშნება.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები