სიახლე
მარნეულში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს
მარნეულში გოგო მოიტაცეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
17 წლის გოგო მასწავლებელთან მოსამზადებელ კურსზე იყო წასული სამ თანაკლასელთან ერთად. მასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც მეგობრები გვიყვებიან, რამდენიმე ბიჭმა ძალდატანებით ჩასვევს მანქანაში. პოლიცია ადგილზე ამ წუთას მოვიდა. 

მოტაცებული გოგოს მეგობარი გვეუბნევა, რომ ბიჭი იცნეს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგოს მასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ ბიჭი, ვინც გოგო მოიტაცა, სრულწლოვანია.

შემთხვევა ქალაქ მარნეულში სპორტულ ცენტრ "ატა ჰოლდინგის" მიმდებარედ მოხდა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ოლგა ენდელაძე ჰყვება, ოფისში მუშაობის დროს გოგოების ყვირილი გაიგო, გარეთ გამოსვლისას კი აღმოაჩინა, რომ არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისადმი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია