ქვემო ქართლის პოლიციამ არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
17:15 / 14.04.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971
წელს დაბადებული შ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს, 2008 წელს
დაბადებულ შ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში
ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.