პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული კ. მ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს-1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები