საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 115 ადამიანი დააჯარიმეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევის 115 ფაქტი გამმოავლინეს.

მათ შორის, 68 ადამიანი უწყებამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა, ერთმა პირმა კი შსს-ის განცხადებით, თვითიზოლაციის წესები დაარღვია.

გარდა ამისა, უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, კი – 23 მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები