კახეთში თავის არეში დანით მრავლობითი დაზიანების მიყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, რომ 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ პირს ბასრი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები