ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, გარდაცვლილია მძღოლი
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას მძღოლი დაღუპული დახვდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები