პოლიციამ ოჯახში ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და
მუქარის ბრალდებით თბილისში ქალი დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 2- დან 4 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის
საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე
სახლში მცხოვრებ რძალს, შვილის მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.
-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც
მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით
დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა” –
აცხადებენ უწყებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის
1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის
მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის
თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.