რუსთავში მიკროსაფინანსო გაქურდეს [video]
შარტავას გამზირზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდაფი" გვიან ღამით გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კომენტანტის საათის დროს, დაკეტილ ობიექტში, მამაკაცმა მინის გატეხვის შემდეგ შეაღწია.

მაგიდაზე არსებული 2 ლეპტოპი აიღო და ტერიტორია რამდენიმე წამში დატოვა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტების ეკიპაჟები.

ქურდობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავეს, მას ნაქურდალი ნივთები თან აღმოჩნდა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები