ბოლნისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში დღეს, დაახლოებით 11:00 საათისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები