400-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა ან საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება – გახარია
პრემიერი-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო 400-ზე მეტ დევნილ ოაჯხს ბინას გადასცემს, ნაწილს კი საცხოვრებელ ფართს დაუკანონებს.

როგორც დღეს, 25 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ თქვა, წლის ბოლომდე სახელმწიფო ჯამში 500 ოჯახს გადასცემს ბინას:

“დღეს 496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ბინას გადასცემს ან უკვე არსებულ ფართს დაუკანონებს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის. წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები რამდენიმე კიდევ გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს ქვეყნის მასშტაბით.”
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები