კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

როგორც „ნეტგაზეთს“ უწყებაში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები