შსს სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის
დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს
თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული , წარსულში სხვადასხვა
დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მუხრანში
დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7
ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - 1968 წელს დაბადებულ
ა.ო.-ს და ბაბუას - 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე
მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი
გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში
დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.