პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი
დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა პირებმა ხაშურის სოფელ ალში, ერთ-ერთ
პირს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი
პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ
ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.