მაშველებმა თბილისის ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს
თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

თბილისის ზღვაში ორი მოზარდის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ცოტა ხნის წინ მაშველებმა წყლიდან ერთი არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს.

ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები