ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქურდეს
19 სექტემბერს ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესი” გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომპანია “ინტელექსპრესის” მენეჯერმა, ლევან დონდუამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.

“იყო განგაშის სიგნალი საცავიდან, გამოცხადდა დაცვის პოლიცია, თუმცა საცავი არ გახსნა. [ქურდები] სარდაფიდან არიან ამოსულები”, – განაცხადა დონდუამ ტელეკომპანიასთან საუბრისას.

მისი თქმით, ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის თქმა არ შეუძლია. თუმცა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინასწარი ინფორამციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები