ენის გამო დაკარგული უფლებები - ქართულის არცოდნით გამოწვეული დმანისელების პრობლემა
დმანისის მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფო ენას, ქართულს, არ ფლობს, რის გამოც სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას პრობლემები ექმნებათ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არც კი მიმართავს, რადგან თავად ქართული არ იციან, მერიაში კი აზერბაიჯანულად ვერ ესაუბრებიან.

მიუხედავად მოსახლეობის განცხადებისა, რადიო „მარნეულს“ დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა განუცხადა, რომ არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაციის პრობლემა არ ექმნება.

დმანისში პრობლემად რჩება არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართული ენის შესწავლაც. მუნიციპალიტეტში სულ 27 სკოლა ფუნქციონირებს. მათგან 17 აზერბაიჯანულენოვანია, 9 ქართულენოვანი, ხოლო ერთი რუსულენოვანი.

ვრცლად↓

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია