ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მესხიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 25 წლის გოგოს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული "კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

"კლინიკა რუსთავი"-ს გადაუდებელი განყოფილების ექიმი გიორგი მოდებაძე ინფო რუსთავთან აცხადებს რომ - "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები. ვიზუალური დათვალიერებით არ აღენიშნებოდა მოტეხილობები, პაციენტი გონზეა და ადეკვატურია".

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები