კორონავირუსი: გამოვლინდა 3 886 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 886 ადამიანს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 74 ადამიანი. ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელია 9.36%, ხოლო ერთი დღის განმავლობაში 7.45%.

NCDC-ს ცნობით, ერთი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი და გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 497 517 შეადგინა.

24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 52 162 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 30 129 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 033 PCR ტესტით.

ახალი გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 1 509
აჭარა – 445
იმერეთი – 487
ქვემო ქართლი – 280
შიდა ქართლი – 223
გურია – 97
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279
კახეთი – 369
მცხეთა-მთიანეთი – 84
სამცხე-ჯავახეთი – 86
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672. მათ შორის 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან 1 560 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნტქვის აპარატზე იმყოფება 379 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 2 454 პირი, 38 825 ადამიანი კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსი 553 697 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გარდიაცვალა 7 482 ადამიანი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია