საფრანგეთში ტრანსნაციონალური ქსელი გამოავლინეს, რომელშიც ქართველები შედიოდნენ
საფრანგეთის სამართალდამცავებმა ტრანსნაციონალური კრიმინალური ქსელი გამოავლინეს, რომელიც მოპარული მანქანების გაყიდვით და თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული. ინფორმაცია ნაციონალურმა ჟანდარმერიამ Twitter- ზე გაავრცელა.

"ჟანდარმებმა აღკვეთეს ტრანსნაციონალური კრიმინალური სტრუქტურის საქმიანობა, რომელიც თამბაქოს ნაწარმისა და მოპარული მანქანების უკანონო მიმოქცევით იყო დაკავებული", - აცხადებენ ჟანდარმერიაში.

უწყების თანახმად, ქსელში სომხური და ქართული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 37 ადამიანი დააკავეს. ოპერაციაში ამიენის ჟანდარმერიის ოფიცრები და ტრანსპორტში დანაშაულთან ბრძოლის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.


წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია