ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი
ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით.

შემთხვევა, გუშინ ღამით, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფს მანქანიდან ესროლეს.დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 3 ადამიანი, ისინი კლინიკებიდან მალევე გაწერეს.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები