რუსთავში 6 მანქანა გაქურდეს
რუსთავში 6 მანქანა გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქალაქის სხვადასხვა მისამართზე, ერთდროულად 6 ავტომობილი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, ავტომობილის საქარე მინას აზიანებდა, სალონში აღწევდა და სხვადასხვა ნივთებს იპარავდა.

ერთერთი ქურდობის დროს პოლიციამ მოახერხა და ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები