ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო
შემთხვევას 8 წლის ბავშვისა
და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა,
როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი
გარდაცვლილი დახვდა.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილები ნათესავები არიან.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.