სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისიდან 1-ელი ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდება
29 ივნისიდან 1-ელი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები