ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა.  როგორც  "ბათუმელები" წერენ, ინფორმაცია შემთხვევის შესახებ TV25-მა გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი გუშინ, 11 ივლისს დააკავეს. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები