ბოლნისის სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე
ორ არასრულწლოვანს, გადაჭარბებული სიჩქარით
მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფრმაციას "მთავარი არხი"
ავრცელებს.
თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნები
ადგილზევე დაიღუპნენ. მძღოლი
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ცნობილია, რომ ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი
დაშავდა.
ადგილზე მობილიზებლი იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო
დახმარება.