თბილისში, ორხევის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი
ადამიანი დაიღუპა,
ხოლო კიდევ ერთი - დაშავადა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-მ
მიაწოდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს
ორი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.