რუსთავში ე.წ სტამბულის ბაზარზე 4 ადამიანი მოკლეს
რუსთავში ე.წ სტამბულის ბაზარზე 4 ადამიანი მოკლეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შეიარაღებული პირი აგრარულ ბაზარში შეიჭრა და ხორცის სექციაში მოვაჭრეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც დადასტურებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.

დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ",
- მათქვამია განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები