სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს აუპატიურებდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს, 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.

სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.

გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“
– წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულის უფლებებს PHR -ის ადვოკატი ანა თავხელიძე იცავდა.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები