ჩეხეთმა აშშ-ის გადასცა საქართველოს მოქალაქე ომაროვი, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი
ჩეხეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს გადასცა საქართველოს მოქალაქე, ფოლად ომაროვი, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში.

Radio Prague International-ის ინფორმაციით, კაცი გასული წლის იანვარიში დააკავეს. მან ექსტრადაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საკონსტიტუციომ ჩეხეთის იუსტიციის მინისტირს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ფოლად ომაროვი დაეხმარა მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებას, მის სახლში 2022 წელს ნიუ-იორკში.მას და ეჭვმიტანილ ბანდის ლიდერს რაფატ ამიროვს ბრალად ედებათ აშშ-ის მოქალაქის ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისი მკვლელობისთვის 30 000 დოლარის გაგზავნა.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები