ღაზაში საკვების რიგში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს — მედია
ღაზაში ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე, 104 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ღაზაში მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საკვების მოლოდინში მყოფ ხალხს.
ისრაელის თავდაცვის ძალები (ცაჰალი) აცხადებს, რომ „სწავლობენ ინციდენტს“.

CNN-ის ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები ტრიალებდნენ ახლად ჩამოსული ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების ირგვლივ იმ იმედით, რომ მიეღოთ საკვები, როდესაც ისრაელის ტანკებიდან და დრონებიდან დაიწყეს სროლა ხალხის მიმართულებით.

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ცაჰალის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს, რადგან ჩათვალეს, რომ ხალხის მასა იმდაგვარად მიუახლოვდა შეიარაღებულ ძალებს, რომ საფრთხე შეუქმნა მათ.

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ათეულობით ადამიანი დაიღუპა სატვირთო მანქანების მიერ გათელვის შედეგად.

თვითმხილველებმა CNN-ს უთხრეს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მანქანები ტერიტორიიდან გაქცევისას შემთხვევით დაეჯახნენ ქვეითებს, შეიქმნა ქაოსი და ჭყლეტა, რა დროსაც დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები.

ჰამასის წარმომადგენელმა იზატ ალ-რიშეკმა თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნა შეიძლება გამოიწვიოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლა.

მანამდე ჰამასმა განაცხადა, რომ 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ღაზაში გასული წლის ოქტომბრიდან ომის დაწყების შემდეგ.

კონფლიქტის გამწვავება მოჰყვა 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებსაც, რასაც 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები