მშობლის თქმით, 13 წლის გოგო თანასოფლელმა 16 წლის ბიჭმა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა
მშობლის თქმით, არასრულწლოვანი 13 წლის გოგო თანასოფლელმა ბიჭმა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცა. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნებს ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი ბიჭი 16 წლისაა.

"პოლიციელები სამი დღეა მეუბნებიან, რომ ეძებენ და არ არის. მამამ (გამტაცებელი ბიჭის) იცის, სადაც არის, მაგრამ მეუბნება არ ვიციო. ღამე რანაირად გაიტაცეს არ ვიცით. ისინი მეუბნებიან, ვითომ, ჩემი გოგო წავიდა, 13 წლის გოგო როგორ წავა? - თუ ჩემი გოგო იყო წასული, მოაბრუნონ.

პოლიციაში აქვთ რაღაც წერილი, ის ჩემი ბავშვის წერილი არ არის. ვითომ ჩემმა გოგომ მისწერა, რომ მოდი და წამიყვანეო"
- ამბობს არასრულწლოვანი გოგოს მამა მთავარ არხთან.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები