ტყის მიმდებარედ ხანძრის გაჩენისთვის ერთი პირი 500 ლარით დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში პატრულირების დროს, ტყის მიმდებარედ ხანძრის კერა დააფიქსირეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად აჩენდა ცეცხლს.

ადგილზე გამოიძახეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, 500 ლარით დააჯარიმეს.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“, — აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები