2023 წელს ქვემო ქართლში ქალზე ძალადობის 103 შემთხვევა გამოვლინდა
2023 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში ქალთა მიმართ ძალადობის 103 შემთხვევა გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად ქალები ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.

ქალთა მიმართ ძალადობის სახეების სტატისტიკური მონაცემებს მიხედვით, ქვემო ქართლში ქალა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის 78 შემთხვევა გამოვლინდა. 14 შემთხვევაში ქალები ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 7 შემთხვევაში სექსუალური ძალადობის, 3 შემთხვევაში იძულების, ხოლო ერთ შემთხვევაში ეკონომიკური ძალადობის.

ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების მიხედვით თბილისი ლიდერობს, მას მოსდევს აჭარა, შემდეგ კი ქვემო ქართლი.

საქართველოს მასშტაბით, გასულ წელს, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი 746 ქალი გახდა. 129 ქალზე იძალადეს ფიზიკურად, 23 ქალზე კი სექსუალურად. იძულების მსხვერპლი 2023 წელს 20 ქალი გახდა, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი 2, ხოლო უგულებელყოფის მსხვერპლი 1 ქალი გახდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები