ქარელში, სოფელ დოღლაურში კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოღლაურში 50 წლამდე მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები