მარნეულში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის კარი გატეხეს
ქალაქ მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გატეხეს. შემთხვევა დღეს, 14 მარტს, მოხდა.

რადიო „მარნეულს“ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში განუცხადეს, რომ მაღაზიიდან არაფერი წაუღიათ. მაღაზიაში მხოლოდ შუშის კარი გატეხეს.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები