RS: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არადეკლარირებული 18 000 850 რუბლი შემოჰქონდათ
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ყაზბეგი, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

"მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული მანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320 ლარი შეადგინა". - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები